ხუხაშვილი პოლიტიკოსობას აპირებს - კვირის პალიტრა

ხუხაშვილი პოლიტიკოსობას აპირებს

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკაში გადაინაცვლა.მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკაში არჩევნებამდე დარჩება, შემდეგ კი "საყვარელ საქმიანობას" დაუბრუნდება. ხუხაშვილის თქმით, ის "ქართულ ოცნებას" საზოგადოებასთან რეალური კომუნიკაციის აწყობაში დაეხმარება, თუმცა ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრებას არ აპირებს და მისი მიზანი დეპუტატობა ან ხელისუფლებაში მოსვლა არ არის (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).