ოპოზიცია საპენსიო პაკეტს დისკრიმინაციულად მიიჩნევს - კვირის პალიტრა

ოპოზიცია საპენსიო პაკეტს დისკრიმინაციულად მიიჩნევს

საპარლამენტო ოპოზიცია საპენსიო პაკეტს დისკრიმინაციულად აფასებს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პენსიონერები 140-ლარიან პაკეტს 67 წლის ასაკიდან მიიღებენ.კანონმდებლობით, მამაკაცებს პენსიაზე გასვლა 65 წლის ასაკში, ქალებს კი 60 წლის ასაკში უწევთ. ოპოზიციას დისკრიმინაციულად ის მიაჩნია, რომ ქალებს 140-ლარიანი პაკეტის ლოდინი 7 წელი უწევთ. "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, თუ კანონპროექტი არ შეიცვალა, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის პასუხისმგებლობის საკითხს დასვამენ.