სააკაშვილი მილი-მეჯლისში სიტყვით გამოვიდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი მილი-მეჯლისში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ მილი-მეჯლისში სიტყვით გამოვიდა. სააკაშვილმა ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობაზე ისაუბრა და რუსეთის თემას დიდი დრო დაუთმო. კერძოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირის პროექტი საბჭოთა კავშირის გაცოცხლების მცდელობაა და ვერ და არ განხორციელდება. მისივე თქმით, ის ამაყ და სტაბილურ რუსეთზე ოცნებობს, რომელიც მეზობლების დამცირებაზე არ იქნება ორიენტირებული. მთავარი ინიციატივა, რომელზეც სააკაშვილმა ისაუბრა, ისაა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთად შეაქვთ განაცხადი 2020 წელს საქართველოში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანში სააკაშვილის განცხადებას თავშეკავებული კომენტარები მოჰყვა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელების მტკიცებით კი, კავკასიაში "ევრო-2020"-ის ჩატარება რეალურია.