ივანიშვილი ბურჯანაძეს მოუწოდებს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ბურჯანაძეს მოუწოდებს

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს სწორი პრიორიტეტების გაკეთება და არ იძახოს "მე" და "ჩემი"."ეს გადაეცით ქალბატონ ნინოს! გადაეცით ისიც, რომ თუ არ ეხმარები, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიო, საერთო საქმე არ დააზიანო მაინც", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა "სახალხო კრების" წარმომადგენლებს. საპასუხოდ, ბურჯანაძემ ივანიშვილის განცხადებას სუბიექტური უწოდა და დაინტერესდა, რამდენად უწყობს ხელს "ქართული ოცნების" მსგავსი განცხადებები ოპოზიციის ერთობას. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ოპოზიციის მონოპოლიზებაზე პრეტენზია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).