იერუსალიმის პატრიარქმა მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცის - კვირის პალიტრა

იერუსალიმის პატრიარქმა მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცის

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ საქართველოსთვის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცის და აცხადებს, რომ წარმოდგენაც არ აქვს, რაზე საუბრობენ "სააკაშვილი, კალანდაძე და რურუა". წმინდა მიწაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ვიზიტისას ჯვრის მონასტრის საკითხი არ დასმულა. ამ თემაზე ისრაელში ვიზიტისას არ უსაუბრიათ არც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძეს და ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩს, არჩილ კეკელიას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავადაც ვერ აცნობიერებს, რომ მესამე ძალის ხელში ინსტრუმენტად იქცა. "მოძებნეს მტკივნეული წერტილები, რომელთა საფუძველზეც წმინდა ქალაქში არსებული ბალანსისა და სიმშვიდის დარღვევა სურთ. გამოვიყენებ მთელ ძალისხმევას იმისთვის, რომ სკანდალი არ მოხდეს და ჩვენი ეკლესიის ურთიერთობას დიდ ქართველ ხალხთან ჩრდილი არ მიადგეს", - აღნიშნავს თეოფილე მესამე. თუმცა საქართველოს ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომისია შექმნილია და ჯვრის მონასტრის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ოფიციალური თბილისი არ აზუსტებს, ვინ არის ამ კომისიაში გაწევრებული და ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).