პატრიარქმა ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე იქადაგა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე იქადაგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქმა გაიხსენა, როგორ ეწინააღმდეგებოდა კონსტანტინოპოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და როგორ აღიარა ბოლოს და ბოლოს ეს სტატუსი. უწმინდესმა ბრძანა: "ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ეროვნული არაფერი ექნებოდა - არც ხელნაწერები და არც ტაძრები. ჩვენ ამაზე ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ და უნდა დავფიქრდეთ ასევე, არა მხოლოდ საქართველო რას მოგვცემს ჩვენ, არამედ ჩვენ რას ვაკეთებთ მისთვის. ვფიქრობ, როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. დადგება ჩვენთვისაც ბედნიერი დღე, როდესაც უცხოეთში წასული ქართველები დაბრუნდებიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდება, იქნება ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იქნება ერთი მწყემსი" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).