პუტინს საქართველო ისევ გაახსენდა - კვირის პალიტრა

პუტინს საქართველო ისევ გაახსენდა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საქართველოსთან ასეთი ურთიერთობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების შედეგია.

"ქართველ ხალხთან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ვიმედოვნებ, გამოსავალი მოიძებნება", -განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, საქართველოს რომ სხვაგვარად ემოქმედა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტისას, დღეისთვის სხვა ვითარება იქნებოდა. "ამასთან დაკავშირებით მიხეილ ნიკოლოზის ძესთან ბევრი ვისაუბრეთ. მას ბევრჯერ ვუთხარი: ნუ მიიყვანთ საქმეს სისხლის ღვრამდე, ამ ადამიანებთან აუცილებელია მოლაპარაკება", -აღნიშნა პუტინმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).