აშშ მზად არის სადამკვირვებლო მისიისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ გორდონის განცხადებით, აშშ მზად არის, განიხილოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში არსებულ
ვითარებაზე ხარისხიან დაკვირვებას უზრუნველყოფს.

- ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - აღნიშნა გორდონმა.  ერთ-ერთი კონგრესმენის შეკითხვაზე, მიწვევის შემთხვევაში, დასთანხმდება თუ არა აშშ საქართველოს სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას, გორდონმა უპასუხა, რომ აშშ მზად არის, განიხილოს ნებისმიერი ვარიანტი.  - მზად ვართ განვიხილოთ ყველა ვარიანტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფას, ტერიტორიულ მთლიანობას
და დამოუკიდებლობას, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები