აშშ მზად არის სადამკვირვებლო მისიისთვის - კვირის პალიტრა

აშშ მზად არის სადამკვირვებლო მისიისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ გორდონის განცხადებით, აშშ მზად არის, განიხილოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში არსებულ

ვითარებაზე ხარისხიან დაკვირვებას უზრუნველყოფს.

- ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - აღნიშნა გორდონმა.  ერთ-ერთი კონგრესმენის შეკითხვაზე, მიწვევის შემთხვევაში, დასთანხმდება თუ არა აშშ საქართველოს სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას, გორდონმა უპასუხა, რომ აშშ მზად არის, განიხილოს ნებისმიერი ვარიანტი.  - მზად ვართ განვიხილოთ ყველა ვარიანტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფას, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.