მკვლელის ვინაობა დაასახელეს - კვირის პალიტრა

მკვლელის ვინაობა დაასახელეს

აშშ-მა დაასახელა იმ სერჟანტის ვინაობა, რომელმაც ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. ის 38 წლის რობერტ ბეილსია, რომელსაც ორი შვილი ჰყავს.ავღანეთი სერჟანტის ქაბულში გასამართლებას ითხოვდა, მაგრამ ამერიკელი სამხედრო კანზასის სამხედრო ციხეში გადაიყვანეს. ბეილსმა ყანდაარის ბაზასთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში 16 კაცი მოკლა, უმეტესად ქალები და ბავშვები. ავღანეთამდე სერჟანტი ერაყში მსახურობდა, სადაც ტვინის შერყევა მიიღო. ჟურნალისტები ცდილობენ, დაადგინონ, ასეთი დაზიანებით შეიძლებოდა თუ არა ბეილსის დატოვება სამხედრო სამსახურში.