ტრაგედია შვეიცარიაში - კვირის პალიტრა

ტრაგედია შვეიცარიაში

შვეიცარიის ვალისის კანტონში სამგზავრო ავტობუსის ავარიაში 28 კაცი დაიღუპა, მათ შორის 22 ბავშვია. ბელგიელმა ბავშვებმა არდადეგები შვეიცარიის ერთ-ერთ კურორტზე გაატარეს და სამშობლოში ბრუნდებოდნენ. გვირაბში შესვლისას ავტობუსი მთელი სისწრაფით შეეჯახა კედელს. ტრაგედიის გამო ბელგიაში გლოვა გამოცხადდა. გამოძიების ინფორმაციით, მძღოლიც ფხიზელი იყო და ავტობუსიც ტექნიკურად გამართული. ერთ-ერთი ვერსიით, გვირაბში შესვლისას მძღოლი პლეიერის ჩართვას ცდილობდა და ყურადღება გაეფანტა, რამაც ავტოავარია გამოიწვია.