კატასტროფას 105 კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

კატასტროფას 105 კაცი ემსხვერპლა

ბანგლადეშში საზღვაო კატასტროფას 105 კაცი ემსხვერპლა.ორგემბანიანი ბორანი "შარიაპტური" მდინარე მეგჰნაში, დაკიდან 40 კილომეტრის დაშორებით, ბარჟას შეეჯახა, ამოყირავდა და სწრაფად ჩაიძირა. ბორტზე 200 კაცი იყო. ბორანი წიწაკიანი ტომრებით იყო დატვირთული. წინასწარი ინფორმაციით, გემის სწრაფად ჩაძირვის მიზეზი გადატვირთულობა იყო.