მაკედონიაში მდგომარეობა დაიძაბა - კვირის პალიტრა

მაკედონიაში მდგომარეობა დაიძაბა

მაკედონიაში ეთნიკურ ალბანელებსა და სლავებს შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ქვეყანაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა ორი ალბანელი მოკლეს. ალბანელი ახალგაზრდები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ, რაც სლავებთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაპირისპირებულები ბეისბოლის ჯოხებს, დანებს და არმატურას იყენებდნენ. Pპოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში გადაიყვანეს. ქვეყნის 2,1-მილიონიანი მოსახლეობის მესამედს ალბანელები შეადგენენ. 2001 წელს ქვეყანაში ლამის სამოქალაქო ომი დაიწყო, როდესაც ალბანელებმა მაკედონიისგან გამოყოფა მოითხოვეს.