ცემა-ტყეპა თსუ-ში - კვირის პალიტრა

ცემა-ტყეპა თსუ-ში

თსუ-ის სტუდენტთა ცნობით, სტუდენტი ზვიად მამფორია უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უმაღლესი სასწავლებლის მესამე კორპუსის ერთ-ერთ აუდიტორიაში შეიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.სტუდენტები დაპირისპირებას ბლოგს უკავშირებენ, რომელშიც თვითმმართველობა მძაფრად იყო გაკრიტიკებული. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ. მომხდარის გამო სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და რექტორთან შეხვედრა მოითხოვეს. მათთან მართლაც გამოვიდა ალექსანდრე კვიტაშვილი და განაცხადა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდესო. პოლიციამ კი მხოლოდ გამაფრთხილებელი ოქმი შეადგინა (ვრცლად იხ. გვ. 14, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).