ჯვრის მონასტრის საკითხი ოფიციალურად დადგა - კვირის პალიტრა

ჯვრის მონასტრის საკითხი ოფიციალურად დადგა

ისრაელში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გადაცემის შესახებ ესაუბრა.მისი ცნობით, ისრაელი მხარეებს ხელს შეუწყობს, რომ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება მოიძებნოს. ასევე, ჯვრის მონასტერზე ისაუბრეს ბაქრაძემ და იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ. უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკება ამ თემაზე. თუმცა ოფიციალური თბილისი მზად არის, მაქსიმალურად გაითვალისწინოს იერუსალიმის საპატრიარქოს პოზიცია.