მაჭავარიანი გენმდივანი გახდა - კვირის პალიტრა

მაჭავარიანი გენმდივანი გახდა

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ მელიქიშვილი მიხეილ მაჭავარიანმა შეცვალა. პოლიტოლოგები ამას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მაჭავარიანს საარჩევნო პროცესის წარმართვის უფრო დიდი გამოცდილება აქვს, რაც ჯერ კიდევ "მოქკავშირის" გენმდივნობისას მიიღო. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი შიდასაკადრო ცვლილებას რიგით როტაციას უწოდებენ.