ურუშაძე ჭიაბერაშვილმა შეცვალა - კვირის პალიტრა

ურუშაძე ჭიაბერაშვილმა შეცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ანდრია ურუშაძე შვეიცარიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა.პრემიერმა ნიკა გილაურმა აღნიშნა,  რომ ურუშაძის მუშაობით უკმაყოფილონი არ არიან, თუმცა ჯანდაცვის სფეროში სიახლეებია საჭირო. თავად ჭიაბერაშვილმა კი განაცხადა, რომ რადიკალურ ცვლილებებს არც დარგისა და არც საკადრო პოლიტიკაში არ აპირებს. ანდრია ურუშაძე თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა. ეს სამთავრობო ცვლილება უკვე მეშვიდეა და კანონის შესაბამისად, მთავრობას მუშაობის განახლებისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება სჭირდება.