პრეზიდენტმა ჰომსის სცენარი განმარტა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა ჰომსის სცენარი განმარტა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი სამეგრელოს ჰომსის სცენარით ემუქრება."ისინი სამეგრელოს სირიის, ჰომსის სცენარით დაემუქრნენ. მინდა, გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს, - დაემუქრნენ ათასობით ადამიანური მსხვერპლით, ასეულობითა და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, მუცელგაფატრული ქალებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სიტყვით, კატასტროფით. მინდა ყველას გავახსენო, რომ ახლა 2012 წელია და არა 1992. როგორც ჩანს, ვიღაცებმა ჭკუა ვერ ისწავლეს. მათი ერთი ნაწილის გამოცვლა  სრულიად შეუძლებელია, მხოლოდ კიდევ უფრო გაუარესება ხდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, ნუ ემუქრებიან სამეგრელოს.