სანამ ჰომსი არ მიგვიღია - კვირის პალიტრა

სანამ ჰომსი არ მიგვიღია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნებისა" და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები, რომლებიც "რაღაც მოვლენას" ელოდებიან.ალასანიას თქმით, ეს ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებისთვის ემზადება. "სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა შევცვალოთ სიტუაცია ოქტომბრამდე", - მიმართა ალასანიამ დიპლომატებს (ვრცლად იხ. გვ. 13).