ივანიშვილი ბასს გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ბასს გამოეხმაურა

"ქართული ოცნების"ლიდერის ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადება ადასტურებს, რომ ხელისუფლება თავს ვეღარ აკონტროლებს. "ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ საქართველოში კანონი არსებობს. პირადად ჩემი დაბარება ვერ გაბედეს, მაგრამ ჩემი წარმომადგენლები დაიბარეს და უკვე გამოწერეს ჯარიმა 4 მილიონი ლარის ოდენობით. მინდა, მივმართო მოსახლეობას, - მაინც ვაპირებდი, რომ ფული, რომელსაც ხელისუფლება უკანონოდ კრებს ჩემი ორგანიზაციებიდან, ქვეყნისთვის მომეხმარებინა და ძალიანაც მიხარია, რომ მოსახლეობას მოხმარდება.

მაგრამ ხელისუფლებამ ნიღაბი ჩამოიხსნა, საბოლოოდ გამოააშკარავა საკუთარი სახე და“ის ფასადური დემოკრატია, რომლითაც  ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპა თუ საქართველო", - განაცხადა ივანიშვილმა.