მორიგი ჯარიმები ივანიშვილს - კვირის პალიტრა

მორიგი ჯარიმები ივანიშვილს

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა კორუფციული სქემისა და "ქართული ოცნებისთვის" უკანონო შეწირულობების ბრალდებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესორგანიზაციები "ქართუ ბანკი" და "ელიტა ბურჯი" შესაბამისად, 822.040 და 150.000 ლარით დააჯარიმა.გარდა ამისა, ნათია მოგელაძის უწყების მტკიცებით, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი "ქართული ოცნებიდან" კი არა, ბიზნესმენის პირადი ანგარიშიდან ფინანსდება, რაც კანონდარღვევაა. მონიტორინგის სამსახურმა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. საპასუხოდ, "ქართულმა ოცნებამ" კონტროლის პალატა კონსტიტუციის უგულებელყოფასა და პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.