პატრიარქის გზავნილი რუსეთს - კვირის პალიტრა

პატრიარქის გზავნილი რუსეთს

"ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას", - ნათქვამია უწმინდესისა და უნეტარესის,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ვლადიმირ პუტინისთვის გაგზავნილ წერილში.უწმინდესი პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ქართველი და რუსი ერების ერთმორწმუნეობაზე საუბრობს.  "რუსები და ქართველები ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას. თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობის აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა. დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდება", - ბრძანებს უწმინდესი წერილში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).