ბელორუსია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია(?!) - კვირის პალიტრა

ბელორუსია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია(?!)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უცხადებს ბელორუსიის საგარეო პოლიტიკურ უწყებას, რომელმაც თავის მოქალაქეებს მოუწოდა საქართველოში

გადაადგილების შემთხვევაში ქვეყნის კანონები დაიცვან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, ბელორუსიის მხრიდან ეს იყო ძალზე თამამი განცხადება. ბელორუსია მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, საკურორტო ზონებში და კერძოდ აფხაზეთში, ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების სურვილის შემთხვევაში მიმართონ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, დაიცვან ქვეყნის კანონები და საქართველოში შევიდნენ ოფიციალური საზღვრების გავლით.