მალიში გადატრიალება მოხდა - კვირის პალიტრა

მალიში გადატრიალება მოხდა

მალიში სახელმწიფო გადატრიალების ინიციატორი არმიის კაპიტანი ამადუ სანგოა. ამბოხების მიზეზი ის გახდა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ტუარეგ მეამბოხეებთან მებრძოლ არმიას აღჭურვილობას და საკვებს არ აწვდიდა.სანგომ ასეულობით ჯარისკაცი აიყოლია, რომელთაც დედაქალაქი ბამაკო აიღეს და პრეზიდენტი ტურე დაამხეს. მეამბოხეებმა დემოკრატიის აღდგენის ეროვნული კომიტეტი შექმნეს. დასავლეთმა გადატრიალება დაგმო. ტურე თავს ერთ-ერთ სამხედრო ბაზას აფარებს, სადაც მისი ერთგული სამხედროები არიან დისლოცირებული.