ტულუზელი მსროლელი - კვირის პალიტრა

ტულუზელი მსროლელი

ტულუზელმა მოჰამედ მეჰრამ სამ დღეში 7 ადამიანი მოკლა.მან ჯერ აფრიკული წარმოშობის სამი ჯარისკაცი დახვრიტა, შემდეგ კი ებრაულ სკოლას ცეცხლი გაუხსნა, რომლის დროსაც სამი მოსწავლე და მასწავლებელი დაიღუპნენ. ამის შემდეგ მეჰრამ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში დარეკა და აცნობა, რომ შური იძია ებრაელი ჯარისკაცების მიერ პალესტინელი ბავშვების დახოცვის გამო. პოლიციამ ტერორისტს ერთ-ერთ სახლში მიაგნო და მისი აყვანის სპეცოპერაცია ორი დღე გრძელდებოდა. ის სნაიპერმა მაშინ მოკლა, როდესაც ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა.