"კონკორდიაზე" ცხედრები იპოვეს - კვირის პალიტრა

"კონკორდიაზე" ცხედრები იპოვეს

იტალიის სანაპიროსთან ჩაძირულ საკრუიზო ლაინერ "კოსტა კონკორდიას" ქვედა გემბანზე მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს.სავარაუდოდ, კატასტროფისას მათ კარები დაებლოკათ და კაიუტებიდან გამოსვლა ვერ შეძლეს. პანიკაში მყოფმა გემის ეკიპაჟმა კი ყველა კაიუტა არ შეამოწმა. შესაბამისად, საზღვაო კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვმა 30 ადამიანი შეადგინა. "კოსტა კონკორდია" 14 იანვარს ჩაიძირა იტალიის კუნძულ ჯილიოსთან. მომხდარში მთავარი ეჭვმიტანილი კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინოა, რომელმაც ხომალდი ნაპირთან ძალზე ახლოს მიიყვანა.