პაპის რჩევა კუბას - კვირის პალიტრა

პაპის რჩევა კუბას

რომის პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ კუბის ხელისუფლებას მოუწოდა, საზოგადოებრივი მოწყობის "ახალი მოდელებით" იხელმძღვანელოს და უარი თქვას მარქსიზმზე, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.პაპმა მზადყოფნა გამოთქვა, კუბას ეტაპობრივი რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს. ბენედიქტ მეთექვსმეტემ ჰავანას ურჩია, აღმსარებლობის თავისუფლება დაუშვას. კუბა ოფიციალურად ათეისტური სახელმწიფოა, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა.