"საიდუმლო ვიზიტი" - კვირის პალიტრა

"საიდუმლო ვიზიტი"

საქართველოში 16-17 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანის ვოიაჟს თამამად შეიძლება ეწოდოს საიდუმლო ვიზიტი - თბილისში გამართული შეხვედრა არ დაანონსებულა და ნალბანდიანსა და გრიგოლ ვაშაძეს განცხადებები არ გაუკეთებიათ. მედიამ ვიზიტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ნალბანდიანმა თბილისი დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, სომეხი მინისტრი სასწრაფოდ და დაუგეგმავად საქართველოში იმის გასარკვევად ჩამოვიდა, აზერბაიჯანში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას, თბილისისა და ბაქოს სამხედრო თანამშრომლობაზე ხომ არ შეთანხდნენ.