NDI-ს მორიგი კვლევები - კვირის პალიტრა

NDI-ს მორიგი კვლევები

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მორიგი კვლევების შედეგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად,  ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას გამოკითხულთა 70% ემხრობა, 8% კი წინააღმდეგია; რესპონდენტთა 49%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატიაა,  34%-ის პასუხი უარყოფითი იყო. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხულთა 64% მონაწილეობას მიიღებდა, 36% კი არა; ნატოში გაწევრებას 70% უჭერს მხარს, რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა კი 88%-ს არ მოსწონს; გამოკითხულთა 70% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, 30%-ს კი მიაჩნია, რომ დასაქმებულია. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად რესპონდენტები ელექტროენერგიაზე ნაგვის გადასახადის მიბმას, კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტის ღირებულებას მიიჩნევენ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ქალაქ ლაზიკის მშენებლობის შესახებ გამოკითხულთა 84%-ისთვის არის ცნობილი, 13%-მა კი ამ ინიციატივის შესახებ არაფერი იცის; აღნიშნული 84%-დან ლაზიკის მშენებლობას მხარს უჭერს 59%, 27% კი ამ ინიციატივას არ ემხრობა (იხ. გვ. 3,  სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).