პრეზიდენტმა საელჩოებს შეუტია - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა საელჩოებს შეუტია

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები მოქალაქეების დამცირებაში დაადანაშაულა. "მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს. უცხოელებიც და სხვათა შორის,  მათი ქართველი თანამშრომლებიც.  რატომ ეპყრობიან, იცით, ასე? - იმიტომ, რომ ჰგონიათ, უფროსები არიან და შეუძლიათ დაგამცირონ, ზემოდან ქვემოთ დაგხედონ და ამით სიამოვნება მიიღონ", - განაცხადა სააკაშვილმა. Pპრეზიდენტს დაეთანხმა საგარეო უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, სამინისტროში საელჩოებზე ძალიან ბევრი საჩივარი შედის და უწყება თითოეულ მათგანზე რეაგირებს.