"არჩევნები გამოწვევა იქნება" - კვირის პალიტრა

"არჩევნები გამოწვევა იქნება"

"საქართველოსთვის დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მომავალი არჩევნები იქნება", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, თბილისში, ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.მისი თქმით, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ინსტიტუციონალური მოწყობა და საქართველო  ეფექტიანად მუშაობს, თუმცა გარკვეული სირთულეები არსებობს. ფორუმზე სიტყვით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოვიდნენ. ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ჩააბარებს გამოცდას, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას უკავშირდება. იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრდება. ფორუმი წარმომადგენლობითი იყო და მასში პროგრამის - "აღმოსავლეთ პარტნიორობა" - მონაწილე ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობდნენ.