ივანიშვილი 2 მილიონზე მეტით დააჯარიმეს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი 2 მილიონზე მეტით დააჯარიმეს

კონტროლის პალატამ  "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 2.725.970 ლარით დააჯარიმა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მტკიცებით, ივანიშვილმა დაარღვია კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" და 272.597 ლარით დააფინანსა "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრები. კანონით, ამის გამო, ფიზიკური პირი თანხის ათმაგი რაოდენობით ჯარიმდება. "ქართული ოცნება" ნათია მოგელაძის უწყებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.