ბასი ალასანიას გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

ბასი ალასანიას გამოეხმაურა

"წინასაარჩევნოდ ნებისმიერი ბრალდება, რომელიც უკავშირდება ძალადობას ან მის წინასწარმეტყველებას, საჭიროებს ყურადღებას, - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას. - ჩვენ ყველა მხარესთან ნათლად და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ კონკურენტულ საარჩევნო ციკლში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ძალადობა უნდა გამოირიცხოს. ყველა მხარემ უნდა ვცადოთ, თავიდან ავიცილოთ პროცესები, რომელიც გამოიწვევს ძალადობრივი გარემოს შექმნას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომლებიც არ იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).