"ნორლანდის სიტყვებს დატვირთვა არ აქვს"(?!) - კვირის პალიტრა

"ნორლანდის სიტყვებს დატვირთვა არ აქვს"(?!)

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძის აზრით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მომავალი ელჩის,  რიჩარდ ნორლანდის ნათქვამს ჯერჯერობით პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს.მინისტრის თქმით, კომიტეტის სხდომაზე განცხადებები არ გაკეთებულა და დიპლომატი, რომელიც ჯერ დანიშნულიც არ არის, მხოლოდ კითხვებს პასუხობდა. "ამერიკა-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა ემყარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნება ელჩი", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).