ნორლანდი შეშფოთებულია - კვირის პალიტრა

ნორლანდი შეშფოთებულია

საქართველოში აშშ-ის მომავალი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საქართველოში წლევანდელ და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მიუხედავად პროგრესისა, არსებობს შეშფოთების საფუძველიც. ნორლანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორ კარდინის კითხვას ასე უპასუხა,- შემაშფოთებელია საქართველოში "მოსწორებული სათამაშო მოედანი". "მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების  შევიწროების შესახებ, რაც ძალიან გვაწუხებს. კონტროლის პალატის ე.წ როლი, პარტიათა  დაფინანსების კანონი, დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოშიც და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც", - აღნიშნა დიპლომატმა. ნორლანდის თქმით, თუ ზემოხსენებული ინფორმაცია დადასტურდება, მისი ფუნქცია და მთავარი პრიორიტეტი იქნება გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, თუ როგორ იცავს საქართველო აშშ-ისთვის ძვირფას პრინციპებს. "თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაინტერესებას და სწრაფვას ნატოს წევრობისკენ და ჩვენს მხარდაჭერას, ის, როგორ ჩატარდება არჩევნები, იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი. ჩვენ დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რათა შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება ისინი ნატოს სტანდარტებს", - განაცხადა ნორლანდმა.