უწმინდესი დიპლომატებს შეხვდა - კვირის პალიტრა

უწმინდესი დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დიპლომატებს შეხვდა და მათ ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.უწმინდესი იმედოვნებს, რომ საქართველოს თურქეთში არსებული ტაძრების აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა, - "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აწუხებს ქართული ტაძრების მდგომარეობა თურქეთში, რომლებიც დანგრევის პირასაა და ქართულ მხარეს ტაძრების აღდგენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს". უწმინდესმა  სამწუხარო უწოდა "არაკეთილმოსურნე პირების" მიერ საზღვარგარეთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ეკლესია რელიგიურ უმცირესობებს რელიგიური მრწამსის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევს, არადა, საქართველოში ყველას აქვს საკუთარი რელიგიური გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა. ილია მეორემ დიპლომატებს საქართველოსთვის რთულ, საარჩევნო პერიოდში დახმარება სთხოვა. "ბედნიერი ვიქნები, თუ ხშირად მობრძანდებით. ჩვენ გვაქვს რთული პერიოდი, არის საპარლამენტო არჩევნები და გთხოვთ დახმარებას", - მიმართა ელჩებს უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).