პატრიარქმა მრევლი გააფრთხილა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა მრევლი გააფრთხილა

"აღდგომა ვერ შედგებოდა, ჯვარცმა რომ არ ყოფილიყო. ჯვარი არის უდიდესი ძალა, რომელიც გვიბოძა უფალმა. ჯვარი იყო ადამიანის ტანჯვის იარაღი. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ეს იარაღი იქცა სადიდებლად. ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი. როგორც ხშირად ვხედავთ, ადამიანი არასდროს არის კმაყოფილი თავისი ჯვრის და მიაჩნია, რომ მისი ჯვარი მძიმეა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი აძლევს ყველა ადამიანს ისეთ ჯვარს, რომლის ტარების ძალა მას ექნება", - ბრძანა ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. პატრიარქმა მრევლი გააფრთხილა: "მე მივეცი ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, რომ ხატი მიაბრძანონ ოჯახებში და პარაკლისი შეასრულონ სრულიად უფასოდ, არავითარი ფული საჭირო არ არის. სამღვდელოება ამას ასრულებს, მაგრამ გამოჩნდნენ ერის ადამიანები, რომელნიც ავრცელებენ ხმას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვდივართო, ითხოვენ ფულს და დახმარებას. ეს სწორი არ არის" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).