მეზღვაურები დაბრუნდნენ - კვირის პალიტრა

მეზღვაურები დაბრუნდნენ

ოთხი ქართველი მეზღვაური, რომლებიც თითქმის წელიწადია სოხუმის პორტში იყვნენ, დაბრუნდნენ. ისინი ზუგდიდამდე აფხაზური მხარისა და "წითელი ჯვრის" საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაცილეს. მეზღვაურებს დახვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია. როგორც მეზღვაურები ამბობენ, მათ ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები ჰქონდათ, ხშირად არ აწვდიდნენ საკვებს. პანამის დროშით მცურავი გემის, "ჰაკი ჩილიოღლუს" ბორტზე ქართველი მეზღვაურები: გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე ექვსთვიანი ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ. მათი ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი მოტყუებით, კანონის დარღვევით შეიყვანეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. მეზღვაურებს გასამრჯელო არ მიუღიათ. გემი გასული წლის მაისიდან სოხუმის პორტში იდგა.