კოხტაშვილი გადარჩა - კვირის პალიტრა

კოხტაშვილი გადარჩა

მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს, რომელსაც ჩამოხრჩობა ემუქრებოდა, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ და ადვოკატებმა მალაიზიელები დაარწმუნეს, რომ კოხტაშვილისთვის მსუბუქი სასჯელი შეეფარდებინათ. საპროცესო შეთანხმება 30 მარტს გაფორმდა. კოხტაშვილს 6 წლიდან 2 უკვე მოხდილი აქვს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ასეთივე შეთანხმებას მიაღწევენ ბაბუცა გორდაძისთვისაც. მალაიზიელმა სამართალდამცავებმა დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე 2010 წლის 27 ოქტომბერს მალაიზიაში ნარკოტიკული საშუალება ""მეტაფინის"" შეტანის ფაქტზე დააკავეს. მალაიზიური კანონმდებლობის თანახმად, ეს დანაშაული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.