სკანდალი თეატრში - კვირის პალიტრა

სკანდალი თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომელი დაითხოვეს, რომელთა შორის უმრავლესობა მსახიობია.მსახიობ პავლე ნოზაძის ინფორმაციით, მას და სხვა მსახიობებს თეატრის მმართველმა მიხეილ ანთაძემ სთხოვა, არ გაეგრძელებინათ ხელშეკრულება ფონდ "ქართუსთან". თეატრის მმართველმა საბანკო ამონაწერიც მოითხოვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ფონდიდან მსახიობების ანგარიშზე თანხა არ ირიცხება. ნოზაძის თქმით, ვინც არ წარმოადგინა ცნობა და მოისურვა, კვლავ მიეღო ბიძინა ივანიშვილის ფონდისგან დახმარება, სამსახურიდან დაითხოვეს. Mმსახიობები მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ, თავად ანთაძე კი კომენტარს არ აკეთებს. მსახიობები კულტურის მინისტრის მოადგილემ მიიღო და პრობლემაში გარკვევას დაჰპირდა (ვრცლად იხ. გვ. 7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge.გე-ზე).