სამოქალაქო სოლიდარობა - კვირის პალიტრა

სამოქალაქო სოლიდარობა

თბილისში სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში ექვს მოედანზე აქცია გაიმართა: სააკაძის მოედანზე ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით;მარჯანიშვილის მოედანზე - გარემოს დაცვის მოთხოვნით; ავლაბრის მოედანზე - თავისუფალი მედიის მოთხოვნით; ვაკის პარკთან მდებარე მოედანზე - განათლების უფლების დაცვის მოთხოვნით; მრგვალ ბაღში - სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით; თავისუფლების მოედანზე მოთხოვნით "გაამაგრე გუდიაშვილი - დაიცავი კულტურული მემკვიდრეობა". ექვსივე  მოედანზე სამოქალაქო სოლიდარობის ჯაჭვი შეიკრა. აქციის ორგანიზატორებმა თანამოქალაქეებს საკუთარი პოზიციისა და მოთხოვნების აქტიური გამოხატვისკენ მოუწოდეს. მოედნებიდან აქციის მონაწილეები გუდიაშვილის მოედანზე მივიდნენ, სადაც აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ "მედია კლუბი" და "ტფილისის ჰამქარი", ხოლო თანაორგანიზატორები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "მწვანე ალტერნატივა", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კამპანია "ეს შენ გეხება" და სხვ.