პროტესტი მეჩეთს - კვირის პალიტრა

პროტესტი მეჩეთს

ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. თავსხმა წვიმის მიუხედავად, გოგებაშვილის მოედანზე 3000-მდე კაცი შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორი "წინააღმდეგობის მოძრაობა" იყო. თუმცა, მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორი მოთხოვნა წაუყენეს: ორ კვირაში, არა უგვიანეს 2012 წლის 15 აპრილისა, ხელისუფლებამ შეატყობინოს ქართველ ხალხს, რომ ბათუმში დამპყრობლის სახელობის ნაგებობის აშენებაზე უარს ამბობს; სასწრაფოდ გახდეს საჯარო თურქეთ-საქართველოს გასაიდუმლოებული ხელშეკრულება, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმები. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომდევნო აქცია 28 აპრილს გაიმართება.