აბა, გაბედოს! - კვირის პალიტრა

აბა, გაბედოს!

"აბა, გაბედოს სააკაშვილმა და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა", - განუცხადა მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დედოფლისწყაროში შეხვედრისას."ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ, როგორმე ჩამომიშორონ, მაგრამ ვერ მოახერხებენ. ეს არის სააკაშვილის სამართლიანობა და დემოკრატიაც. ის სიცრუეში პროფესიონალია, შეიძლება ითქვას, ჩემპიონიც. ჩემი მოქალაქეობის დაბრუნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. აბა, გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა, გაბედოს და არ დაიხიოს უკან. გაძლევთ პირობას, სიცრუისა და ძალადობის მანქანა, რომელიც სააკაშვილმა ააგო, ნელ-ნელა დაიმსხვრევა და უკან დაიხევს. ჩვენ კი არჩევნებზე მივიღებთ იმას, რაც გვჭირდება"", - აღნიშნა ივანიშვილმა  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge.გე-ზე).