საელჩოს პასუხი - კვირის პალიტრა

საელჩოს პასუხი

აშშ-ის საელჩო "ქართული ოცნების" ღია წერილს განცხადებით გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, NDI მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდას. "მისი პროგრამები დაფინანსებულია სხვადასხვა წყაროთი, მათ შორის - შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც NDI-მ 23 მარტს გამოაქვეყნა, აშშ-ის მთავრობას არ დაუფინანსებია. NDI საქართველოში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა შეხედულებების გარკვევაში გვეხმარება. ამგვარი კვლევის ერთ-ერთი სასარგებლო ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საკითხები აღელვებს საზოგადოებას ყველაზე მეტად. კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს. დარწმუნებულნი ვართ, NDI- ს, აგრეთვე, IRI-ს კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთოდოლოგიას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ინფორმაცია და ანალიზი, რომელსაც გვთავაზობს კვლევა და ის, თუ კვლევის შედეგების რა ცალკეულ ასპექტზე აპელირებენ ინდივიდუალური მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიები და სხვა ორგანიზაციები"", - ნათქვამია განცხადებაში.