"ქართული ოცნება" ბასს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" ბასს მიმართავს

კოალიციამ "ქართული ოცნება" საქართველოში აშშ-ის ელჩს, ჯონ ბასს ღია წერილი გაუგზავნა და საპარლამენტო არჩევნებამდე NDI-სა და IRI-ს სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვის შეწყვეტის წინადადებით მიმართა."ქართული ოცნება" ვრცელ წერილში იმ არგუმენტებს ასახელებს, რომელთა გათვალისწინებითაც კვლევები დროებით უნდა შეწყდეს. "ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ რიგი მიზეზების გამო პროექტი არათუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონტრპროდუქტიული გახდა დემოკრატიზაციის, კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის. ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა", - ნათქვამია წერილში.