"კაცი მომიგზავნეს, თანამდებობა დატოვეო..." - კვირის პალიტრა

"კაცი მომიგზავნეს, თანამდებობა დატოვეო..."

სოხუმის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის ხელმძღვანელს, დიმა ჯაიანს თანამდებობის დატოვებას აიძულებენ.

"24 ოქტომბერს უკრაინიდან დავბრუნდით, სადაც წარვადგინეთ სპექტაკლი "ზღვა, რომელიც შორია". სპექტაკლმა მაყურებელზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა, რითაც ძალიან იამაყა საქართველოს დესპანმა უკრაინაში ზურაბ კვაჭაძემ.  აქ ჩამოსულს კი მხვდება ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან უნდა გამათავისუფლონ. მე ჩაბღაუჭებული კი არ ვარ თანამდებობას, მაგრამ ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ ჩემზე უკეთ ამ თეატრს ვერავინ გაუძღვება. თუ მე წავალ, თეატრის კოლექტივი ჩემთან ერთად დატოვებს თეატრს. თუ ჩვენს მიმართ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, რუსეთის გარდა ნებისმიერ ქვეყანას შევეხიზნებით და მეორედ გავხდებით დევნილი. ინფორმაცია ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე ერთი კვირაა დადის. 24 ოქტომბერს კი გამომიგზავნეს პიროვნება, მის ვინაობას ვერ გეტყვით, დათმე ეს ადგილიო. თუ რატომ, ამას არ მეუბნებიან".

დიმა ჯაიანი აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლებას კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის დაშლა არ გამოუვა.