NDI-ს რეიტინგები - კვირის პალიტრა

NDI-ს რეიტინგები

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 47% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა ხმას. რესპონდენტთა 10%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა კოალიცია "ქართული ოცნება". მესამე ადგილს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" იკავებს - 3%. კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 29% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს. მეორე ადგილზე გამოკითხულთა 12%-ის მხარდაჭერით ბიძინა ივანიშვილია. გიორგი თარგამაძეს მხარს 5% დაუჭერდა. შალვა ნათელაშვილს - 1%. ოპოზიციონერი ლიდერებიდან გამოკითხულთა 54%-ს გიორგი თარგამაძე მოსწონს  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge.გე-ზე).