ტაძრის მშენებლობა 17 აპრილს დაიწყება - კვირის პალიტრა

ტაძრის მშენებლობა 17 აპრილს დაიწყება

"ვმადლობ უფალს, რომ ვიმყოფებით აღმავლობის პერიოდში, როდესაც ადამიანი აშენებს ტაძრებსა და მონასტრებს", - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეროვნულ მუზეუმში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ბრძანა.პატრიარქის თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიისად წოდებული ტაძარი იქნება არა მხოლოდ ლოცვისა და სულიერი მოღვაწეობის ადგილი, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც. პირველი და უდიდესი ტვირთი ამ საქმეში დაეკისრა პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც ის მორჩილად მიიღო. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა, 17 აპრილისთვის, როდესაც მახათას მთაზე ისტორიული მშენებლობა დაიწყება, შეაგროვონ ქვები და მასზე დააწერონ თავიანთი სახელები, რომლებიც შემდგომ ტაძრის საძირკველში მოექცევა (ვრცლად იხ. გვ. 34, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).