"საქართველოს უჯობს, ადგილზე მყარად დამაგრდეს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს უჯობს, ადგილზე მყარად დამაგრდეს"

ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის აზრით,  ნატომ რომ კარგად იმუშაოს, უნდა იცოდეს, სად იწყება, სად მთავრდება და როგორია მისი გავლენის

არეალი.

"- რუკის მიხედვით, ნატოსა და ევროკავშირის საზღვრები რუსეთის საზღვრის გასწვრივ გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბელორუსია დასავლური ცივილიზაციის სფეროს განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიქტატურა დამყარდა. ამა თუ იმ ალიანსში გაწევრება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავად საზოგადოების გადასაწყვეტია და მაინც გეოგრაფიის თვალსაზრისით უკრაინა და ბელორუსია ამ სფეროს განეკუთვნება, საქართველო კი მისი საზღვრის კიდეა. აქ თურქეთიც უნდა გავიხსენოთ, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ნატოს წევრია", - აცხადებს ვაცლავ ჰაველი. მისივე თქმით, შესაძლებელია, საქართველოს ნატოში მიღებაც სამართლიანი იყოს, თუმცა უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს მომავლისთვის უკეთესი იქნება, თუ ის ადგილზე მყარად დამაგრდება და უშუალო მეზობლებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ა. შ. განამტკიცებს კავშირებს.