თუთბერიძე შეშინებულია - კვირის პალიტრა

თუთბერიძე შეშინებულია

"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი თეა თუთბერიძე პოლიციას თავდამსხმელებისგან დაცვას სთხოვს. თუმცა, ჯერჯერობით მასზე თავდასხმის მცდელობასაც არ

ჰქონია ადგილი. თუთბერიძემ დახმარებისათვის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციას მიმართა, სადაც 20 ოქტომბერს დაკითხეს. ამასთან, მან სამართალდამცავებს წარუდგინა მუქარის წერილები, რომელსაც სოციალურ ინტერნეტგვერდ "ფაცებოოკ-"ის ფოსტით იღებს.

"- "ფაცებოოკ-"ზე მომდის მუქარის წერილები, რომლებშიც ფიზიკური ანგარიშსწორებით მემუქრებიან. თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. შემდეგ უკვე სამსახურთან ღამის სამ საათამდე ჩემს გასვლას ელოდებოდნენ უცნობი პირები, რის შემდეგაც მირჩიეს, პოლიციისთვის მიმემართა", - განაცხადა თუთბერიძემ. მისი განმარტებით, მუქარა უკავშირდება მის  მიერ გაკეთებულ განცხადებას პატრიარქზე და იმ ვიდეოკლიპებს, რომელიც მან თავის "საიტზე" განათავსა.